ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკისადმი ურყევია - მიშელი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში არსებულ ვითარებას Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ ევროპელ ლიდერებთან ერთად ყურადღებით ადევნებს თვალს არსებულ სიტუაციას. მისი თქმით, მათი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. 

"ევროპელ ლიდერებთან და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რუსეთში არსებულ ვითარებას.

ეს აშკარად რუსეთის შიდა საკითხია. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკისადმი არის ურყევი," - წერს მიშელი.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი