უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, გერმანია წლის ბოლომდე 30 თვითმავალი საზენიტო იარაღის, Gepard-ის გადასცემას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვსურს, უკრაინას 30-მდე Gepard-ი მივაწოდოთ აშშ-სთან თანამშრომლობით წლის ბოლომდე", - თქვა ფროიდინგმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დღემდე გერმანიამ უკრაინას 34 Gepard გადასცა.