უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია რუსეთის FIFA-დან და UEFA-დან გარიცხვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია FIFA-დან და UEFA-დან რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გარიცხვის მოთხოვნას აყენებს. ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეი პაველკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

"UAF დაუყოვნებლივ მიმართავს FIFA-ს და UEFA-ს რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების გამოყენების მოთხოვნით. კერძოდ, მოვითხოვთ რუსეთის გარიცხვას FIFA-დან და UEFA-დან", - წერს პაველკო.

პაველკოს თქმით, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების ახალ გუნდებს ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება მისცა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლისა და ანექსირებული ყირიმის კლუბებს უფლება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ რუსეთის სპორტულ შეჯიბრებებში 2023-2024 წლების სეზონიდან. ასევე მუშავდება სევასტოპოლისა და ყირიმის რუსეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანების საკითხი.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ჩერნიშენკომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოახერხა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული რეგიონების რეგულარულ საფეხბურთო ჩემპიონატებში ინტეგრაციის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი