პრიგოჟინის დაჯგუფებამ ლიპეცკის ოლქიც დატოვა

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის" დაჯგუფებამ რუსეთის ლიპეცკის ოლქიც დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს და ამბობს, რომ ლიპეცკში ტრანსპორტის მუშაობა სრულად განახლდა.

"ვაგნერის" ქვედანაყოფებმა, რომლებიც ლიპეცკის ოლქში გასულ დღეს გამოჩნდნენ, ტერიტორია დატოვეს," - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე "ვაგნერელებმა" დატოვეს ვორონეჟის ოლქი და უკან დაიხიეს როსტოვის სამხრეთი რეგიონიდანაც.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 ივნისს, "ვაგნერის" დაჯგუფებამ სამხედრო ამბოხი წამოიწყო და აცხადებდა, რომ დონის როსტოვთან ერთად, აკონტროლებდა ქალაქ ვორონეჟსა და ლიპეცკს. მოგვიანებით კი, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, დაჯგუფების მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 
"რუსების სისხლს არ დაღვრის" და მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი