უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 26 ივნისის ღამეს საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსების მიერ გაშვებული 3 "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტიდან 2, 8 "შაჰიდის" დრონიდან 7, ასევე ოთხივე უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.
უწყების ცნობით, რუსეთმა "კალიბრის" რაკეტები შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან გაუშვა, რვა ირანული წარმოების "შაჰიდ-136/131" დრინები კი აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. უწყება ამბობს, რომ გაურკვეველი 4 უპილტო საფრენი აპარატით რუსებმა უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტიეს.