მებრძოლები წინ მიიწევენ აღმოსავლეთით, სამხრეთით კი ტერიტორიები გაათავისუფლეს - მალიარი 

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში აგრძელებენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კვირის განმავლობაში აწარმოეს როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციები და ჰქონდათ ტაქტიკური წარმატება.

მალიარმა თქვა, რომ უკრაინულმა ჯარებმა აღმოსავლეთში გასული კვირის ბოლოს დაიწყეს კონტრშეტევითი ოპერაციები ორეხოვო-ვასილიევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოიეს, კლესჩიევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში და 1-დან 2 კმ-მდე დაწინაურდნენ თითოეული მიმართულებით.

"შეტევის დაწყებიდან, სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 130 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს," - ამბობს მალიარი. 

​რაც შეეხება რუსულ ძალებს, მათ შეტევა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით განახორციელეს.

"გასული კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით 250-მდე შეტაკება მოხდა. მტერი ცდილობდა ჩვენი ჯარების დაკავებული პოზიციებიდან გაძევებას, მაგრამ არ გამოუვიდა," - აცხადებს მალიარი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი