რუსეთმა ხერსონი დაბომბა - დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 7, მათ შორის, ორსული ქალი

გამოქვეყნდა:

ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა ორშაბათს ხერსონში, ძლიერი დაბომბვის შედეგად. განცხადება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა გააკეთა. 

დაშავებულებს შორის ერთი ორსულია. პროკუდინმა თქვა, რომ ხერსონის საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ რუსეთმა 17 ჭურვი ისროლა.

მისივე თქმით, დარტყმები იყო სოფელ ანტონივკაში და ბურჰუნკაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი