კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია - მსხილაძე კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე სალომე ზუბიშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე პრეზიდენტის ინიციატივას სისულელე უწოდა.

მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და უსაფრთხოების საბჭო ვალდებულია ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია მიაწოდოს.

"ვფიქრობ, რომ ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, რადგან კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ის არის ქვეყნის ერთიანობის, ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. რაც შეხება უსაფრთხოების საბჭოს, უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია, ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას", - თქვა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, 23-24 ივნისს რუსეთში მომხდარი სამხედრო არეულობის ფონზე ოპოზიციის ნაწილი და პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვდა. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ  რუსეთში განვითარებული მოვლენები ქვეყნის შიდა საკითხი იყო და ამას საქართველოსთან კავშირი არ ჰქონია.

კობახიძემ ინიციატივას სისულელე უწოდა, ოპოზიციას და პრეზიდენტს კი ამჩატებული.

"გუშინ ზოგადად ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორედ გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, ყველაფერთან ერთად, აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, საუბარი იყო იქ, მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ 25 ივნისს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი