პოლონეთი უკრაინას ათასობით იარაღსა და მილიონობით საბრძოლო მასალას გადასცემს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ უკრაინისთვის ათასობით იარაღისა და მილიონობით საბრძოლო მასალის გადაცემა დააანონსა. ამის შესახებ მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან, იგორ კლიმენკოსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

 „ეს არის ათასობით იარაღი და მილიონობით საბრძოლო მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინისა და ევროპის თავისუფლების დამცველებს, ეფექტურად იბრძოლონ“, - წერს მინისტრი.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სამედიცინო დახმარების მიღებას პოლონეთშიც შეძლებენ. 

"ჩვენს განკარგულებაშია სანიტარული მატარებელი, რომელიც დაჭრილ ოფიცრებს ლვოვიდან წამოიყვანს. ასევე ავაშენებთ და დავეხმარებით საველე ჰოსპიტლებს", - აღნიშნა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი