''ბრიტანეთი მზად არის რუსეთში ნებისმიერი სცენარისთვის და განვითარებულ მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდება'' - ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და დასძინა, რომ პუტინის ავტორიტეტი, ვაგნერის დაჯგუფების აჯანყების გამო უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
''ძალიან ნაადრევია დარწმუნებით, ვიწინასწარმეტყველოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის ვიქნებოდით ნებისმიერი სცენარისთვის.''- განუცხადა სუნაკმა ჟურნალისტებს.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის მეგობრები და მის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები დააფიქრა იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ერთ-ერთ დიდ ბირთვული არსენალის მქონე ქვეყანაში.
შეგახსენებთ, 24 ივნისს, ვაგნერის დაჯგუფებამ პროგოჟინის მეთაურობით რუსეთში სამხედრო ამბოხი მოაწყო.
მან სამხედროებთან ერთად რამდენიმე სტრატებიული ობიექტიც დაიკავა და მოსკოვის მისადგომებთან მივიდა. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. რის შედეგადაც, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა, დადო რომ არ დასჯიდა დაჯგუფების წევრებს და არც მათ მეთაურს. პროგოჟინმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და უკან დაიხია.