რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსებმა ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყა. ინფორმაციას მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორ სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ დამბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. 

გარდაცვლილები კერძო საწარმოს თანამშრომლები, 51 წლის ქალი და 50 წლის კაცი არიან. 49 წლის დაშავებული კაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია და თავდასხმის შედეგები ზუსტდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი