
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს - ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლიბით მიმართავს, დაცვის მხარე კი 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვს.
როგორც გამოძიებით ხდება ცნობილი, ყოფილი გამომძიებლის მიერ გაჟღებული ვარაუდი სიცრუე აღმოჩნდა ადვოკატის თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა პროგრამისტის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების გამო დააკავეს.
ცნობისთვის, სერგო შუბითიძემ ''ფორმულას'' ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოძიების დროს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილიდან დარღვევით ამოიღეს. მისი დალოქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი გამომძიებელი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა.