უკრაინელები მელიტოპოლის მიმართულებით 1,5 კმ-ით დაწინაურდნენ

გამოქვეყნდა:

ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალების სპიკერი ვალერი შერშენის ინფორმაციით, უკრაინელები მელიტოპოლის მიმართულებით 1,5 კმ-ით დაწინაურდნენ.

"სისტემური ზეწოლის შედეგად ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალები წარმატებულები არიან და მტრის სიღრმეში 1,5 კმ-ით შევიდნენ. საუბარია ტავრიას ჯგუფის წარმატებულ შეტევითი მოქმედებების შესახებ მელიტოპოლის მიმართულებით" - თქვა შერშენმა.

შერშენის თქმით, დღეს 146 ოკუპანტი დაიღუპა, 229 დაიჭრა, ოთხი კი ტყვედ ჩავარდა. უკრაინულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს მოწინააღმდეგის 15 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი