
აშშ უკრაინისთვის 500 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი სამშაბათს გამოცხადდება და მასში სავარაუდოდ დამატებით "Bradley" "Stryker"-ის საბრძოლო მანქანები შევა.