მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის თქმით, "ვაგნერის" ამბოხმა მოსკოვის სისუსტე გამოავლინა.
"რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავდით, რუსეთის მმართველობის და რუსული ჯარის სარდლობის სისუსტეს უსვამს ხაზს. რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით", - თქვა რეჩანმა.
როგორც რეჩანი აცხადებს, რუსეთში აჯანყების მცდელობა უკრაინას მისცემს მოტივაციას და აუმაღლებს საბრძოლო სულს.
გარდა ამისა, უფრო მეტი ვალდებულებაა იმისთვის, რომ უკრაინას ქვეყნის დასაცავად და რუსული ჯარების გასაყვანად საჭირო იარაღი მიაწოდონ.