ბულგარეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია ბულგარეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თუმცა რას მოიცავს პაკეტი ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, როგორც უკრაინული მედია წერს, ბულგარეთს სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას, რათა უკრაინას წლის განმავლობაში მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს.