რუსებმა შეტევა 4 მიმართულებით სცადეს, წარმატებული არცერთი ყოფილა - უკრაინის გენერალური შტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 27 ივნისის დილის შეჯამებაში ნათქვამია, რომ რუსები ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და კუპიანსკის მიმართულებებზე, თუმცა მტერმა წარმატებას ვერსად მიაღწია. 

"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებზე - დღის განმავლობაში მოხდა 38 საბრძოლო შეტაკება", - ამბობს გენშტაბი.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსეთმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა ბოგდანოვკას მიმართულებით.

"საჰაერო დარტყმები განხორციელდა სერგეევკას, სოლედარსა და ბელაია გორას რაიონებში. მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალდა ვასიუკოვკას, მარკოვოს, ხრომოვოეს, ჩასოვ იარის, ივანოვსკოეს, ოზარიანოვკას და სამხრეთ დონეცკის დასახლებების ტერიტორიები", - წერს გენერალური შტაბი.

ავდიივკას მიმართულებით რუსებმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელეს პერვომაისკის მიმართულებით. გენშტაბი ამბობს, რომ საჰაერო დარტყმები განხორციელდა ავდიივკასა და სევერნის რაიონებში.

"საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა დონეცკის ოლქის სუხაია ბალკას, ავდეევკას, ორლოვკას, ვოდიანოიეს, კარლოვკას, ნეველსკოეს, ალექსანდროპოლის, ვალენტინოვკას, კერამიკის, სტეპნოეს და პერვომაისკოეს დასახლებებზე", - ამბობს გენერალური შტაბი.

მარინკას მიმართულებით მტერმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარა მარინკას რაიონში, რაც უწყების ცნობით, წარმატებული არ ყოფილა. 

გენშტაბის ცნობითვე, ლიმანის მიმართულებით რუსებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკასა და დონეცკის ოლქში ვესელეს, სადავო და რაზდოლოვკას რაიონებში.

კუპიანსკის მიმართულებით რუსებმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელეს სტელმაჰოვკას მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი