აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, შეერთებული შტატები ვერ ხედავს ნიშანს, რომ რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე გარდაუვალია. მისივე განცხადებით, შტატები სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
კირბიმ დაზვერვის მონაცემები არ დააკონკრეტა.
"ნება მომეცით უბრალოდ ვთქვა, რომ ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ვნახეთ ეს ანგარიშები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სადგურის მახლობლად რადიოაქტიურობის მონიტორინგის შესაძლებლობა და ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ეს საფრთხე გარდაუვალია. მაგრამ ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით", - თქვა მან.
კირბის ასევე ჰკითხეს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე, რაზეც მან თქვა:
"ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს - გარდა მშფოთვარე რიტორიკისა - ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ არსებობს რაიმე განზრახვა უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
მისი განცხადებით, აშშ აკვირდება, რამდენადაც ეს შასაძლებელია რუსეთის სტრატეგიულ პოზიციას, მის ბირთვულ პოტენციალს.