გავრცელებული ცნობებით, პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა

გამოქვეყნდა:

მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн, ფრენის რადარის მონაცემების მითითებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსეთის ქალაქ როსტოვიდან ბელარუსში გაფრინდა.

მათი ცნობით, თვითმფრინავი რეგისტრაციის ნომრით RA-02795, დაეშვა მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე, მინსკის მახლობლად, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე.

გავრცელებული ინფორმაციით,  07:58 საათზე, ამავე აეროდრომზე დაეშვა მეორე თვითმფრინავიც, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით რომელიმე მხარეს ჯერ ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი