კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრის დაბომბვიდან 1 წლის შემდეგ, რუსეთმა კვლავ შეუტია რეგიონს

გამოქვეყნდა:

მედიის ცნობით, 27 ივნისს, აფეთქებების ხმა გაისმა კრემენჩუკში, პოლტავას რეგიონში. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც რუსეთმა ქალაქში ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრი დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. 

"აფეთქებები ისმოდა კრემენჩუკში. ველოდებით რეგიონული ადმინისტრაციებისგან აფეთქებების შედეგების მოსმენას", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგანტმა.

პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლუნინი აცხადებს, რომ რუსეთმა თავდასხმისას X-22 რაკეტებიგამოიყენა.

"მტერი თავს დაესხა პოლტავას რეგიონს. ისევე როგორც ერთი წლის წინ ამ დღეს X-22 რაკეტებით.

კრემენჩუკის რაიონში საზაფხულო კოოპერატივში დარტყმაა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმა არ დაფიქსირებულა. დეტალებს ვაზუსტებთ", - დაწერა მან.

Суспільне იტყობინება, რომ აფეთქების ხმა სუმიშიც გაისმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი