ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველი, ფრანკ ვიაჩორკა ვარაუდობს, რომ ევგენი პრიგოჟინი რევანშს შეეცდება და პუტინთან დაპირისპირება ამით არ ამოწურულა. ამის შესახებ ვიაჩორკამ "მთაავრი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა:
''ეს ნამდვილად ასეა. ნამდვილად დაჯდა ეს თვითმფრინავი. მაგრამ დარჩება თუ არა საცხოვრებლად ბელარუსში ეს ჯერ საკითხავია. მას ძალიან დიდი მადა და ამბიციები აქვს. მისთვის ბელარუსი საკმარისი არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ რევანშზე წავა პრიგოჟინი და პუტინთან ამით ამბავი დასრულებული არ იქნება''- აცხადებს ფრანკ ვიაჩორკა.
შეგახსენებთ, ბალურსის პრეზიდენტმა დღეს დაადასტურა, რომ ვაგნერის დამფუძნებელი მინსკშია.