ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინელების პოზიციები | ზელენსკი ნორვეგიის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ ნორვეგიელ პოლიტიკოსს დონეცკის ოლქისა და ზაპორჟიეში, უკრაინელების პოზიციები, ყოველდღიური საბრძოლო ნაბიჯები და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარება გააცნო.

უკრაინის პრეზიდენტმა, საუბრისას იარაღის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი. ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერი უკრაინაში დაპატიჟა და ურყევი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ცნობილია, ნორვეგიამ უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა. 

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში 5 ივნისს ჩავიდა და უკრაინელი მებრძოლების პოზიციები მოინახულა. უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებას გაეცნო. სამხედროებს გაესაუბრა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი