საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლი საქართველოში ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევის ფაქტებზე გაეროსგან რეაგირებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე, მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობის საკითხზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა.
ორგანიზაციამ, ასევე, სოლიდარობა გამოუცხადა რეჟისორ სალომე ჯაშს, რომელიც "ოცნების" დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილის ხეებზე კინოცენტრის დაფინანსებით გადაღებული ფილმის გამო ხელისუფლების წარმომადგენელთა თავდასხმების სამიზნე გახდა.
ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში კულტურის სფეროში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო.
"ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მომხსენებელ დიდი ყურადღება მიაქციოს პოლიტიკურ ჩარევას საქართველოს სასამართლო სისტემაში, რაც მთლიანად მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს, ასევე, გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში კულტურის სფეროში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟისორ სალომე ჯაშსა და მის კოლეგებს, რომლის ბოლო ფილმსაც თავს დაესხნენ ხელისუფლების წარმომადგენლები კინოცენზურის ტენდენციებისა და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე", - ამბობს უფლებადამცველი, მათეუ ჯონსი.
ცნობისთვის, ეროვნული კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ სალომე ჯაშის ფილმ "მოთვნიერებაზე" ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ფილმები არ უნდა ფინანსდებოდეს.