ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ჯარები კვლავ უკრაინის შიგნით იმყოფებიან შაბათ-კვირის ამბოხების შემდეგ.
"მაგრამ მათი კონკრეტული განლაგების თვალსაზრისით და შეუძლიათ თუ არა მათ გადანაწილება,მე არ ვაპირებ ამაზე სპეკულირებას", - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.
გენერალი პატრიკ რაიდერმა დასძინა, რომ რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო აშშ-ს არ შეუტანია რაიმე ცვლილება ამერიკული ჯარების განლაგების საკითხში. მისი თქმით, არ უნახავთ რაიმე, რაც მათი გადმოსახედიდან მოითხოვდა საკითხის კორექტირებას.
მანამდე "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი დაქირავებული მებრძოლები "საველე ბანაკებში" ბრუნდებიან. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი განაცხადა, რომ "ვაგნერელებს" შეეძლებათ გააფორმონ კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, დატოვონ სამხედრო სამსახური ან ბელარუსში წავიდნენ. ბელარუსის ლიდერის თქმით, თავად პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება.