ლიეტუვა უკრაინას 2 NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას გადასცემს

გამოქვეყნდა:

უკრაინა ლიეტუვასგან ორ ერთეულ NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს.

ნაუსედას თქმით, საჰაერო თავდაცვა მთავარია უკრაინის გამარჯვებისთვის. 

"ლიეტუვამ შეიძინა შეიძინა NASAMS-ის ორი გამშვები მოწყობილობა, რომლებიც გადაეცემა უკრაინას.

საჰაერო თავდაცვა არის მთავარი აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლისთვის. 

მოუთმენლად ველით ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უფრო მეტ კოლექტიურ გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდასაჭერად," - წერს ნაუსედა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი