სანქციებისთვის თავის არიდება ხდება ძირითადად სახმელეთო გზით, თუმცა საჰაერო მიმოსვლაზეც უნდა გამკაცრდეს კონტროლი - კუმარ აიერი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, სანქციების კოორდინატორი კუმარ აიერი ამბობს, რომ სანქციების არიდების შემთხვევები ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. თუმცა მისივე თქმით კონტროლი უნდა გამკაცრდეს საჰაერო მიმოსვლაზეც: 

"რაც შეეხება იმას, ზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისთვის თავის არიდების რისკს. საქმე ისაა, რომ სანქციებისთვის თავის არიდება ხდება ძირითადად სახმელეთო საშუალებით და ახლა ვართ ფოკუსირებული, თუ რა დამატებითი მექანიზმები შეიძლება იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი სწორედ სახმელეთო საზღვრებზე. თუმცა, საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც ეს კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს."ამბობს კუმარ აიერი

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი