უკრაინული მხარის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, 29 ივნისს, დილით, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი მსხვერპლის ცხედარი ამოიყვანეს. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია, მათ შორის 14 წლის ტყუპი დები. მაშველებმა 11 ადამიანი გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
რუსებმა სამშაბათს ქალაქში კვების ობიექტი დაბომბეს. დაშავდა 65 ადამიანი.