უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სამხედრო ოპერაციების დროს წარმატებას რამდენიმე მიმართულებით მიაღწიეს.
როგორც მალიარი Telegram-ზე წერს, ბერდინსკის მიმართულებით უკრაინელებმა წინ 1 300 მეტრით წაიწიეს, 1 200 მეტრით დაწინაურდნენ კლიშევკის მიმართულებით, ხოლო კურდიუმოვკის მიმართულებაზე - 1 500 მეტრით, ბრძოლები ქალაქის ფლანგებზე მიმდინარეობს.
"ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევა გრძელდება მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე," - წერს მალიარი.
მისივე ცნობით, უკრაინელების კონტრშეტევის პარალელურად, რუსები წარუმატებლად აგრძელებენ შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას ფრონტებზე.