"ვაგნერის" აჯანყებამ პუტინი დაასუსტა - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთში მომხდარ სამხედრო არეულობასთან დაკავშირებით თქვა, რომ აჯანყებამ დაასუსტა პრეზიდენტი პუტინი. მისივე აზრით, რუსეთისთვის, მომხდარის შედეგებს გრძელვადიანი ხასიათი ექნება. 

"ეს გვიჩვენებს, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და ის სულაც არ არ ზის ისე მყარად უნაგირზე, როგორც ყოველთვის ამტკიცებს", - თქვა შოლცმა და არ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს შეიძლება პუტინი ხელისუფლებაში დარჩეს. 

შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მხარდაჭერის მიზანი "რუსეთში რეჟიმის შეცვლა არაა". მისივე განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია, მანამ, სანამ მოსკოვი არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან.

შოლცს არ გაუკეთებია პროგნოზები იმის შესახებ, შეუძლია თუ არა "ვაგნერელთა" აჯანყებას დააჩქაროს ომის დასრულება. მისი თქმით, გერმანია და მისი დასავლელი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან შემდგომ მოვლენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი