აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კიევში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, ის პრეზიდენტს ზელენსკის კიევის საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდა და მხარდაჭერა გამოხატა. კიევის გარდა, პენსი იმყოფებოდა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ კიევის ოლქის ქალაქებში - ბუჩაში, ირპინსა და მოსჩუნიში. შეხვდა მოსახლეობასაც.