რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკვე 228 340 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 30 ივნისამდე პერიოდს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, ლიკვიდირებულია 560 სამხედრო, ასევე, განადგურებულია 11 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები კი ამ დროისთვის ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 228 340;
  • ​ტანკი - 4 041;
  • ჯავშანტექნიკა - 7 863;
  • საარტილერიო სისტემა - 4 127;
  • სარაკეტო სისტემა - 630;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 389;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 308;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 519;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 261;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 785;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 569.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი