უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 30 ივნისის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 13 "შაჰიდის" დრონიდან, 10 გაანადგურეს.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა.
უწყების ცნობით, რუსებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შეუტიეს. რუსებმა, ასევე, გამოიყენეს 4 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300.
საჰაერო ძალებმა აღნიშნეს, რომ რუსები ცდილობდნენ თავდასხმას სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზაპოროჟიეს რეგიონში.