რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა EU-მ 6 თვით გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით დაწესებული ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდი ოზვიაკი ავრცელებს.

"უნგრეთმა მოითხოვა სანქციების გავლენის შეფასება, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა მწვანე შუქის აენთებაზე, კომისიის მიერ სანქციების შეფასების გათვალისწინებით, რაც უახლოეს მომავალში 
მოსალოდნელია", - წერს რიკარდ იოზვიაკი.

აღნიშნული სანქციები მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს შემოღებულ პირველ სანქციებს და ყველა შემდგომ პაკეტს, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა დააწესა.

წინა ჯერზე ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2023 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი