ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მხარი დაუჭირეს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმას. ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
29 ივნისს, ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან მოგების გამოყენების ვერსიას. ვარაუდობენ, რომ მოგებამ შესაძლოა წელიწადში დაახლოებით სამი მილიარდი ევრო შეადგინოს.
ევროკავშირი ამ საკითხში G7-ის ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებასაც გეგმავს. ბრიუსელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ვაშინგტონთან.
ამასთან, ბრიტანეთი არ გააუქმებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მანამ, სანამ უკრაინა მისგან არ მიიღებს კომპენსაციას ომით მიყენებული ზიანისთვის.