დანია უკრაინას 190 მლნ დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალას მიაწვდის, - ამის შესახებ 30 ივნისს, დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დახმარების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის რამდენიმე სისტემა და ფული საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად.
დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების ამ პაკეტის შედგენა უკრაინის საჭიროებებს ეფუძნებოდა.