უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი პერსონალი ტოვებს. ინფორმაციას Reuters უკრაინიულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ობიექტის დატოვების შესახებ მათ განმარტება არ გაუკეთებიათ. 

როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში კიევმა რუსეთი ატომურ ელექტროსადგურზე ''ტერორისტული'' თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულა, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ეს ბრალდება უარყო.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსების მიერ 2022 წლის მარტიდან არის ოკუპირებული და ეს პირველი შემთხვევაა როცა ოკუპანტები, სტრატეგიულ ობიექტს ტოვებენ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი