რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დონეცკის ოლქის სოფელ სერგეევკაში სკოლა დაბომბეს. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა, სავარაუდოდ, დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან განხორციელდა. თავდასხმის დროს სკოლაში 12 ადამიანი იმყოფებოდა: ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი.
დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და მთავარი ბუღალტერი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.