"უკრაინელმა სამხედროებმა აქტიური ოპერციებით ყველა მიმართულებით პროგრესს მიაღწიეს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, გენშტაბთან დღის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 30 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა აქტიური ოპერციებით ყველა ფრონტზე პროგრესს მიაღწიეს. ინფორმაციას Ukrainska pravda გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამ დღის განმავლობაში, ჩვენ ასევე მივაღწიეთ პროგრესს, ჩვენი აქტიური მოქმედებებით, ყველა მიმართულებით'', - განაცხადა ზელენსკიმ. 

შეხვედრაზე ასევე უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებაც განიხილეს. პრეზიდენტი სამხედროებს სამხედრო შეიარაღების გაზრდილი რაოდენობით მიწოდებას დაჰპირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი