ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, 30 ივნისს საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი.
"რუსულმა არმიამ ანტონივკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, დაიჭრა 6 წლის ბიჭი. მტრის დარტყმის შედეგად ასევე დაიჭრა 79 წლის მამაკაცი და 42 წლის ქალი", - წერს პროკუდინი.
მისივე ინფორმაციით, ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, ექიმები მათ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ.