CIA-ის დირექტორი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა - ​​The Washington Post

გამოქვეყნდა:

​The Washington Post-ის ინფორმაციით, ივნისში აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბარნსი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც გამოცემა წერს, ვიზიტისას უკრაინის ლიდერებმა ბარნსის, წლის ბოლომდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გეგმა წარუდგინეს.

"ბარნსი ახლახან იმყოფებოდა უკრაინაში. ისევე, როგორც ამას გასულ წელს, რუსეთის ახალი აგრესიის დაწყებისას, რეგულარულად აკეთებდა," - ანონიურად აცხადებს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი გამოცემასთან.

ცნობისთვის, CIA -ის დირექტორის ვიზიტის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გახმაურებულა. ​The Washington Post-ის თქმით, ის უკრაინას რუსეთში "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის, აჯანყებამდე ეწვია.

როგორც გამოცემის წყარო განმარტავს, ბარნსის ვიზიტის მიზანი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების მზაობის ხელახალი დადასტურება იყო, რაც უკრაინის თავდაცვას კიდევ უფრო დაეხმარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი