ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას "რამდენადაც საჭიროა მიუხედავად იმისა, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დდაქალაქ კიევში ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი ჩავიდა. ვიზიტის მიზანი უკრაინის მთავრობასა და პარლამენტისთვის სოლიდარობის გამოხატვაა.