უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში, ესპანეთის პრემიერმინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სანჩესს მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
"ჩვენი საერთო ევროპული სახლი შეუძლებელია წარმოვიდგინოთ უკრაინის გარეშე, ჩვენი გამბედაობისა, თავისუფლებისა და სამართლიანობისადმი ერთგულების გარეშე", - წერს ზელენსკი.
როგორც ცნობილია, ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელიც კიევში იმყოფება, უმაღლესი რადას სხდომაზე ისაუბრა. სანჩესმა ასევე გამოაცხადა უკრაინისთვის 55 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფა.