
"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი", - ამის შესახებ უკრაინელი პოლიტიკოსი და პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.
''რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი.
მადლობა ქ-ონ სალომეს და პრეზიდენტის აპარატს მადლობა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის.''- წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს, 1-ელ ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს პერსონალური სანქციები დაუწესა.
ცნობისთვის, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა.