როგორც მოსალოდნელი იყო, "საქართველოს ავიახაზები'' უკრაინა დაასანქცირა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ეროვნულ ავიაკომპანიას და მის დირექტორს თამაზ გაიაშვილს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესა. განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყანდა. უმეტეს შემთხვევაში უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირებსა თუ კომპანიებზე საერთაშორისო სანქციებიც ვრცელდება. ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, "საქართველოს ავიახაზები'' დასავლეთის შავ სიაშიც მოხვდეს. ამ შემთხვევაში მას ევროპაში ფრენა აეკრძალება. თავად თამაზ გაიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.