რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს. უცხოური მედიის ცნობით, რომელიც ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, აფეთქების შედეგად, სოფელ მალა ტოკმაჩკაში 51 წლის კაცი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად, სოფელ პრეობრაჟენკაში დაშავდა ორი პირი - 40 წლის ქალი და 39 წლის კაცი.
"მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ექსპერტები შეისწავლიან დაბომბვის შედეგებს", - განაცხადა ოლქის ხელმძღვანელმა.