პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე დამატებით 500 პოლიციელს გზავნის

გამოქვეყნდა:

პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. "ვაგნერის" დაჯგუფების გამო საზღვარზე დამატებით 500 პოლიციელი გაიგზავნება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დამატებითი ძალები შეუერთდებიან 5000 მესაზღვრესა და 2000 სამხედრო მოსამსახურეს. 

"ბელარუსის საზღვარზე დაძაბული ვითარების გამო, გადავწყვიტე, გავაძლიერო ძალები 500-კაციანი პოლიციელი ჯგუფით, არეულობასთან ბრძოლისა და კონტრტერორისტული დანაყოფებიდან", - დაწერა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამხედრო ამბოხის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინიციატივით, "ვაგნერის" დაჯგუფების ლიდერი და სამხედრო ფორმირების წევრები ბელარუსში იმყოფებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი