გასულ კვირას აღმოსავლეთით და სამხრეთით უკრაინამ 37 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინამ ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთი 37 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა.

როგორც მალიარმა აღნიშნა, აღმოსავლეთის მიმართულებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევს, რუსეთი კი თავს ესხმის ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებს.

"მტერი ცდილობს ჩვენი ჯარების პოზიციებიდან გაყვანას, მაგრამ ღირსეულ პასუხს იღებს", - თქვა მალიარმა.

მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევებს აგრძელებს, მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამხრეთის მიმართულებით  გათავისუფლებული ტერიტორიების მთლიანი ფართობი 158,4 კვადრატული კილომეტრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი