რუსეთი სუმის ოლქს დრონებით დაესხა თავს - დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, რუსეთის მიერ სუმის ოლქზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი, ადასტურებს.

წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა შეტევა 4 "შაჰიდის" დრონით განახორციელეს.

"სუმის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული ძალები ქალაქს კამიკაძე დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. 11:06 საათზე, უკრაინამ საჰაერო განგაში გამოაცხადა სუმის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. მშვიდობიანი მოქალაქეები გააფრთხილეს რუსი ოკუპანტების მხრიდან შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით," - აცხადებდნენ უკრაინის საჰაერო ძალები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი