ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ეს მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაშ მდგომარეობის შემსუბუქების ნიშანი არ შეიმჩნევა.

ვირუსმა სამ თვეში, ეპიდემიის აფეთქების დაწყებიდან 50 000 ადამიანი იმსხვერპლა, ეს რიცხვი 2 დღეში გაორმაგდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 3 მილიონზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პანდემიის პიკის მაჩვენებლებია, კორონავირუსის გამო მიღებული ზომების შემსუბუქება უკვე დაიწყო, ბრაზილიაში მუშაობას აგრძელებენ მაღაზიები და რესტორნები. ქვეყნის პრეზიდენტი, ჟალი ბოლსონარუ ზომების გამკაცრების წინააღმდეგია, რადგან მისი აზრით, ეს ეკონომიკას დააზარალებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში ვირუსით 100 477 ადამიანი გარდაიცვალა და 3 012 412 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს რიცხვები გაცილებით მეტია - ამ ეჭვის საფუძველს ქვეყანაში არასაკმარისი ტესტების რაოდენობა იწვევს.

ბრაზილიაზე მაღალი მაჩვენებელბი ამ დროისთვის მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონს უახლოვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი