ეს არის ადამიანის განადგურება და ნელი მკვლელობა - კამელჩუკი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნებ ამ ნაბიჯმა იმოქმედოს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლოსდაბოლოს მისცეს სააკაშვილს საშუალება, რომ სამკურნალოდ დატოვოს ქვეყანა - აცხადებს "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, უკრაინელი დეპუტატი იური კამელჩუკი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცა.

იური კამელჩუკი ამბობს, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის და იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ყველა ადეკვატურად შეაფასებს.

მისივე თქმით, როგორც ექცევა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქეს, ადამიანის განადგურება და ნელი მკვლელობაა: 

''ეს არის ადამიანის განადგურება, იმიტომ რომ არ აძლევენ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს, დაბრუნდეს უკრაინაში, ან გაემგზავროს სათანადო მკურნალობის მისაღებად და ის მკურნალობა, რომელიც  გაუწიეს მას საქართველოში, პრაქტიკულად არის ნელი მკვლელობა. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჟესტი კიდევ ერთხელ უჩვენებს საქართველოს მთავრობას იმ სერიოზულობას, რა სერიოზულობით ეპყრობა ამ მოვლენას. საქართველოს და უკრაინის მოსახლეობა,  ყოველთვის იქნებიან მეგობრები. ჩვენ ასე მოვდივართ კაი ხანია და ეს ასე გაგრძელდება. მე ვიცი, რომ ქართველები ყველანაირად ეხმარებიან უკრაინას იქნება ეს ჩვენი ლტოლვილების მიღებით, საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ომში, თუ ჰუმანიტარული დახმარებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნებ ამ ნაბიჯმა იმოქმედოს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლოსდაბოლოს მისცეს სააკაშვილს საშუალება, რომ სამკურნალოდ დატოვოს ქვეყანა'' - განაცხადა რადას დეპუტატმა "მთავარ არხთან" ჩართვისას.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

ყველაზე მწვავე იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც უპრეცედენტო და უკიდურესი დიპლომატიური გადაწყვეტილება მიიღო და 48 საათის განმავლობაში უკრაინაში საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი